ვის და რა შემთხვევაში შეუძლია საპენსიო დანაზოგის ნაადრევად გამოტანა
1770839330
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი სახოკია აფასებს ინიციატივას, რომელიც 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას ითვალისწინებს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეს ინიციატივა რაოდენობის მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებულ რისკებს მინიმუმამდე შეამცირებს.
სახოკიამ საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობის შესახებ მონაცემებიც დაასახელა.
„საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა ბოლო პერიოდში მკვეთრად არის გაზრდილი. მაგალითად, თუ 2012 წლისთვის 800 ათასზე მეტი ავტომობილი იყო რეგისტრირებული, დღეის მდგომარეობით ეს რიცხვი 2 მილიონ ერთეულს გადასცდა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები და 2023 წელს შემოვიღეთ „ევრო 5“ სტანდარტი, რომელიც ძირითადად მოიცავს ეკოლოგიურ და ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებულ ნორმებს, თუმცა, ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებლად გასაგრძელებელია.
მივესალმებით აღნიშნულ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში დაიშვება მხოლოდ 6 წლამდე ასაკის ავტომობილების რეგისტრაცია და ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ინიციატივა მინიმალურამდე დაიყვანს იმ რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია ავტომობილების რაოდენობის მკვეთრ ზრდასთან”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
აღნიშნულ საკითხზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. „პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.