შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას აზერბაიჯანის შს სამინისტროს პოლიციის აკადემიის დელეგაცია ეწვია

გიორგი სახოკია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის დელეგაცია ეწვია, რომელსაც აკადემიის ხელმძღვანელი ჯანპოლად დაანოვი ხელმძღვანელობდა.

სტუმრებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის რექტორი გიორგი სახოკია და აკადემიის წარმომადგენლები შეხვდნენ. გიორგი სახოკიამ აზერბაიჯანელ კოლეგებს აკადემიაში მიმდინარე ინსტიტუციური და საგანმანათლებლო რეფორმები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აკადემიისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭებასა და ახალი საბაკალავრო პროგრამის დანერგვას. მხარეებმა საპოლიციო განათლების თანამედროვე სტანდარტების დანერგვისა და სასწავლო პროგრამების განვითარების საკითხები განიხილეს. მხარეებმა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა აკადემიებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

✕