შალვა პაპუაშვილი: შეიძლება რელიგიურები არ არიან, არ აინტერესებთ ქართული ტრადიცია, „ენჯეოების“ არჩევანია, მაგრამ როდესაც საზოგადოება ასეთ მწუხარებაშია, წუთი ვერ უნდა გამონახო ერთი-ორი სიტყვა თქვა შენი ორგანიზაციის სახელით?!

შალვა პაპუაშვილი

ამის [პატრიარქის გარდაცვალების] შემჩნევა არც კი იკადრეს. ამის მერე კიდევ ვინმეს ეჭვი ეპარება რომ ისინი უცხოების ინტერესებს ატარებენ და არა ქართველო ხალხის?! - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ენჯეოების“ მისამართით.

მისი თქმით, ჭიანჭველა ვერ გაივლის, ჯო უილსონმა რომ „ტვიტი“ არ დაწეროს და არათუ სამძიმრის სიტყვები არ გაიმეტა ქართველი ხალხისთვის, იმ დღეებში ჰელსინკის კომისიის ფარგლებში გამონახეს დრო, რომ თავს დასხმოდნენ გლოვაში მყოფ ქართველ ხალხს.

„სხვა ქვეყანაში ქვა რომ გადაბრუნდება, იმაზე აქვთ ხოლმე განცხადებები. გასაგებია, შეიძლება რელიგიურები არ არიან, არ აინტერესებთ ქართული ტრადიცია, „ენჯეოების“ არჩევანია, მაგრამ როდესაც საზოგადოება ასეთ მწუხარებაშია, წუთი ვერ უნდა გამონახო ერთი-ორი სიტყვა, რომ თქვა შენი ორგანიზაციის სახელით?! ამის [პატრიარქის გარდაცვალების] შემჩნევა არც კი იკადრეს. ამის მერე კიდევ ვინმეს ეჭვი ეპარება რომ ისინი უცხოების ინტერესებს ატარებენ და არა ქართველო ხალხის?! ჭიანჭველა ვერ გაივლის, ჯო უილსონმა რომ „ტვიტი“ არ დაწეროს და არათუ სამძიმრის სიტყვები არ გაიმეტა ქართველი ხალხისთვის, იმ დღეებში ჰელსინკის კომისიის ფარგლებში გამონახეს დრო, რომ თავს დასხმოდნენ გლოვაში მყოფ ქართველ ხალხს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.