ცვლილება კანონში, რომელიც დეკრეტული შვებულების დროს გაცემულ თანხას ეხება
1780432804
ვისი კვლევაა?! ხომ ხედავთ, თავადვე გეცინებათ. ეკა გიგაურმა, რომელიც არის უცხოური დაკვეთების შემსრულებელი და ესტონეთში რეგისტრირებული „ენჯეო“ მიხედოს ესტონეთის ხელისუფლებას. ესტონური „ენჯეოა“ და შეისწავლოს ესტონეთის ხელისუფლების კორუფცია, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც კორუფციასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევასთან დაკავშირებით დასვა შეკითხვა.
მისი თქმით, კორუფცია არის სწორედ ის, რომ ასეთი „კვლევებისთვის“ ეკა გიგაური და მისი ორგანიზაცია ანაზღაურებას იღებენ.
„ამაში ისინი იღებენ ფულს. ეს არის სწორედ კორუფცია, რომ ეს ხალხი ატრიალებს „შავ ფულს“, ამიტომ რეგისტრირდებიან სხვა ქვეყანაში, რომ იქ მიიღონ ფული, არ დაადეკლარირონ საქართველოში, დაუმალონ ბიუჯეტს და ფული აიღონ იმაში, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ იმ ქვეყნის, რომლის მოქალაქეობის პასპორტიც ჯიბეში უდევთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.