1774555363
შალვა პაპუაშვილი: ნიკა გვარამიას პრემიები აქვს მიღებული როგორც ჟურნალისტს და ვნახეთ ის კადრები, როგორ გამოდის და ლანძღავს ქართულ ეკლესიას, პატრიარქს, საპატრიარქოს და ყველაფერს, რაც ეკლესიასთანაა დაკავშირებული
ნიკა გვარამიას პრემიები აქვს მიღებული როგორც ჟურნალისტს და ვნახეთ ის კადრები, როგორ გამოდის და ლანძღავს ქართულ ეკლესიას, პატრიარქს, საპატრიარქოს და ყველაფერს, რაც ეკლესიასთანაა დაკავშირებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მლანძღველებს რომ ევროკავშირი პრემიებით აჯილდოებს და რეზოლუციებს უძღვნის, ამით ხომ ამბობს თუ სად დგას ღირებულებით დღეს ბრიუსელის ხელში ევროკავშირი.
„მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი იყო მისული პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად. რა რეგულირებაზე და პრეფერენციებზე შეიძლება იყოს საუბარი?! სინამდვილეში ამაზე საუბრობენ ადამიანები, ვისაც თავად არ მიესვლებოდა იქ [ტაძარში]. როგორ შეიძლება ჩვენ იქ გვენახა ადამიანები, რომლებიც პატრიარქს პრორუსს, ქართულ ეკლესიას კრემლიდან მართულს უწოდებდნენ?! ამ დღეებშიც ვნახეთ და ბევრი განცხადებაც გავიხსენეთ. ვნახეთ მედია როგორ იყო ჩართული ამ ყველაფერში. ნიკა გვარამიას პრემიები აქვს მიღებული როგორც ჟურნალისტს და ვნახეთ ის კადრები, როგორ გამოდის და ლანძღავს ქართულ ეკლესიას, პატრიარქს, საპატრიარქოს და ყველაფერს, რაც ეკლესიასთანაა დაკავშირებული. მლანძღველებს რომ ევროკავშირი პრემიებით აჯილდოებს და რეზოლუციებს უძღვნის, ამით ხომ ამბობს თუ სად დგას ღირებულებით დღეს ბრიუსელის ხელში ევროკავშირი?!
რაც შეეხება გასვენების დღეს, ჩვენ იქ ვიყავით როგორც მრევლი, ქართველები და უპირველეს ყოვლისა, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლები. უმრავლესობა, ოპოზიცია, აბსოლუტურად ყველა მიწვეული იყო იქ, რადგან ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობაც მათ შორის, რომ ქართველი ხალხის სახელით ვყოფილიყავით პატრიარქთან გამომშვიდობების დღეს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.












