წყალი 26 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1773256066
ჩვენ გვახსოვს, 2024 წელს რომ თქვეს, თითქოს 300 000 ზეციური ქართველი არსებობდა, რომელიც არსაიდან გამოჩნდა და „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, თითქოს „ოცნებამ“ ასე მიიღო 1 120 000 ხმა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
„2025 წელს „ქართულმა ოცნებამ“ გავიმეორეთ იგივე შედეგი და რატომ იქ ვეღარ აღმოაჩინეს კიდევ ეს მითური კარუსელები, ავტობუსები, ორჯერ ხმის მიცემა და ა.შ. 2024 წელს იყო წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ მათ შორის, უცხოელი დამკვირვებლები. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი გეგმა ხელისუფლების ცვლილების, არჩევნების შეფასების მანიპულაციის გზით. ჩვენ მათ შორის, ეუთო-ს დელეგაციასთანაც გვქონდა საუბარი, 2024 წელს ძალიან მძიმე პერიოდი იყო არჩევნების დღეებში, როდესაც იყო ზეწოლა უცხოელ დამკვირვებლებზე და მისიებზე სხვადასხვა, ასევე უცხოელი მათივე კოლეგების მხრიდან, რომ ყოფილიყო უარყოფითი დასკვნები, შეცვლილიყო ის დასკვნები, რაც ჰქონდათ. ამაში პირდაპირ იყო ჩართული სხვადასხვა დელეგაცია, მათ შორის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის და ევროპარლამენტის დელეგაციის წარმომადგენლები. პირდაპირ იყო ზეწოლა სხვადასხვა უცხოელ დამკვირვებლებზე, რომ შეეცვალათ თავიანთი დაკვირვების შედეგები და მოერგოთ მათი გემოსთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამ განცხადებით შალვა პაპუაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა გაითვალისწინა „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის ეუთო/ოდირ-ის ანგარიშიდან, რომელიც მაშინაც გახდა პოლიტიკური მღელვარების საგანი, რა შეასრულა, ან რის შესრულებას აპირებს, რადგან ოპონენტები მუდმივად მიუთითებენ, რომ არც ეუთო/ოდირის დასკვნის რეკომენდაციები არ არის დღემდე შესრულებული.
როგორც პაპუაშვილმა კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ინტერესი იყო, ხელისუფლებაში მოეყვანათ მარიონეტული რეჟიმი.
„სხვა რა ინტერესი ჰქონდა ევროკავშირის მოქმედებებს, რომელიც პირდაპირ ჩართული იყო წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელსაც პირდაპირ კამპანია ჰქონდა გაშლილი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, პირადად ევროკავშირის ელჩს? პირადად ევროკავშირი აფინანსებდა კამპანიას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ხომ გახსოვთ, ლომჯარია და სხვა „ენჯეოები“, რომლებსაც პირდაპირ კამპანია ჰქონდათ და მათ შორის, ვიდეოები ვრცელდებოდა შემდეგ, როდესაც ისინი შეხვედრებზე პირდაპირ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კამპანიას ეწეოდნენ ევროკავშირის გადასახადის გადამხდელის ფულით? ეს არის ჩარევა სხვა ქვეყნის დემოკრატიაში, ამაზე ვსაუბრობთ, როცა ვამბობთ, რომ ბრიუსელი დღეს არა თუ აცდენილია ევროპულ ღირებულებებს, მას ამ მხრივ, უკვე ნაკლები კავშირი აქვს საერთოდ ევროპულ ღირებულებებთან. ასეთი გზით ბრიუსელი იქამდე მიიყვანს ევროპულ კავშირს, რომ მისგან ევროპული მხოლოდ სახელიღა დარჩება. ასე რომ, ეს პრობლემა არის და ჩვენ ამას თვალი უნდა გავუსწოროთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სინამდვილეში, მათ პარლამენტს მიღმა ოპოზიცია რეალურად არ ჰყავთ.
„ჩვენ ოპოზიციის სახით გვყავს ბრიუსელი. ის არის რეალურად დღეს საქართველოს ხელისუფლების ოპოზიცია, რომელიც პირდაპირ ცდილობს კანონდარღვევით პოლიტიკაში ჩარევას, ფულის შემოტანას და პოლიტიკაში დაბანდებას ისე, რომ ქართველმა ხალხმა არ გაიგოს. ცდილობს ზეწოლას მედიაზე და ვხედავთ რეზოლუციებს, სადაც მოწოდებებია, მათ შორის, თქვენი ტელევიზიის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ. ამას აკეთებს დღისით, მზისით ის ხალხი, რომელსაც ევროპული დროშა უკიდია კედელზე. ეს მივიღეთ 21-ე საუკუნეში, ევროპას აცდენილი ევროკავშირი. სინამდვილეში ეს არის და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. ერთ-ერთი მთავარი ტაბუ, რაც უნდა დაიმსხვრეს, არის ის, რომ ჩვენ ბრიუსელი, ევროკავშირი წარმოვიდგინოთ წმინდა ძროხად და ვატიკანად, სადაც უმცდარობის პრინციპი მოქმედებს. ეს არის, რისი დანგრევაც მათ არ უნდათ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.