"ფრთხილად უნდა იყოს თბილისი და კახეთი..." - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1770321969
საქართველოს პრეზიდენტი დაესწრება ჩვენი სპორტსმენების ასპარეზობას. ასევე იგი მიწვეულია იტალიის პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ მიღებაზე, - განაცხადა საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტის მილანში ვიზიტი მნიშვნელოვანია ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერის კუთხითაც.
„დღის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი დაესწრება ოლიმპიადის ოფიციალურ გახსნას. მისი აქ ვიზიტი მნიშვნელოვანია ჩვენი სპორტსმენების მხარდაჭერისთვის და ჩვენი ქვეყნის წარმოჩენისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მილანში იმყოფება, სადაც ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება.