ტრაგედია პოლონეთში - ავარიას ორი ქართველი ემსხვერპლა
1761550948
სარჩელი, რომლითაც მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოსგან 10-მდე პარტიის არაკანონიერად გამოცხადებას ითხოვს, სასამართლოში მიმდინარე კვირას შევა.
დოკუმენტში შესრულია იმ პირთა ჩამონათვალიც, ვისთვისაც მმართველი გუნდი პოლიტიკური აქტივობის აკრძალვას ითხოვს. სარჩელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის 450-გვერდიან ანგარიშს ეყრდნობა.
საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ სარჩელის ჩაბარებიდან 9-თვიან ვადაში უნდა მიიღოს.
მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ პროცესი პოლიტიკური ველის გასაჯანსაღებლად აუცილებელია.
"6 თვეში, საგამოძიებო კომისიაზე, საზოგადოებამ ნახა ასობით ადამიანი, რომელიც გადაურჩა იმ რეჟიმს და პირდაპირ მოყვა ის ჯოჯოხეთური სურათები, რომელიც მას და მის ოჯახს გადახდა თავს. ამას გარდა, არსებობს უამრავი მტკიცებულება. მათ შორის - საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული და ბოლოს, პირდაპირ, საჯარო ეთერში, მთელი მსოფლიოს მიერ დანახული დამხობის პროცესი 4 ოქტომბერს. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ძალიან ბევრი მტკიცებულების მოძიება აღარ დასჭირდება საკონსტიტუციო სასამართლოს იმისთვის, რომ ქართულ პოლიტიკას ჩამოაცილოს ვითომ პოლიტიკური ძალა - ძალადობრივი რეჟიმი, რომელსაც "ნაცმოძრაობა" ჰქვია. ეს უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ქართულმა პოლიტიკამ ამოისუნთქოს და ახალი ძალები მოვიდნენ ქართულ პოლიტიკაში", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.