რომელ ასაკშია ადამიანი მოხუცი? - მათემატიკური მოდელის პასუხი
1761326600
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირდებით, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი 2007 წელს დაბადებული გ.რ. დააკავეს. მას მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.
შსს-ს ცნობით, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ გ.რ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მან დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა და ამავე საქმეზე უკვე დაკავებულ პირთან -2008 წელს დაბადებულ ა.გ. -სთან ერთად ადგილიდან მიიმალა.
აღნიშულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ა.გ.-ს დაკავების შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა.