თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
1775076071
სამტრედია-აბაშის გზაზე, 24 ოქტომბერს მომხდარი უმძიმესი ავარიის შედეგად დაშავებული ლიკა კუჭიხიძე კლინიკაში იმყოფება და სიცოცხლისთვის იბრძვის. მას მეგობრები და ახლობლები ამხნევებენ.
„ლიკა ყოველთვის იყო ღიმილიანი, გულღია და კეთილი გოგო - ის, ვინც ყველას აძლევდა ენერგიას და სითბოს.
ახლა კი მას სჭირდება ჩვენი ლოცვა და მხარდაჭერა. გთხოვთ, ვინც ამას კითხულობთ, თითო ლოცვა უთხარით ღმერთს ლიკასთვის - გაუძლოს, გამაგრდეს და ისევ ჩვენთან დაბრუნდეს ისეთი, როგორიც ყველამ ვიცით.
ჩვენ გვჯერა, რომ ის ძლიერი გოგოა და აუცილებლად გაიმარჯვებს! ჩვენ ყველანი შენს გვერდით ვართ“, - წერს მეგობარი.
ცნობისთვის, ლიკას მეუღლე 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა.