„16 ოქტომბერი იყო, ლიკამ რომ მომწერა...“ - რას იხსენებენ მძიმე ავარიაში მოყოლილ 18 წლის გოგოზე
1761508659
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე – 1974 წელს დაბადებული ი.ი. და 1995 წელს დაბადებული უ.გ. დააკავეს.
ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ი.ი. სასაზღვრო გამტარი პუნქტის „სარფის“ ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც მან თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით თურქეთის რესპუბლიკიდან საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, ავტომანქანის მისაბმელში დამალვის გზით, უკანონოდ გადმოიყვანა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე უ.გ., რომელიც ასევე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე და 344-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციაში.