აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გლოვა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის იზოლდა ლომსიანიძის გარდაცვალების გამო.

იზოლდა ლომსიანიძე 1993 წლიდან მუშაობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თავდაპირველად ლაბორანტად, მოგვიანებით კი ქიმიის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორად. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბიოქიმიის განვითარებაში. იგი იყო 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოების ავტორი.

ქალბატონი იზოლდა გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, სიკეთითა და ადამიანობით.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.