საქართველოში ვიზიტით მყოფი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან მივიდა

ji

 საქართველოში ვიზიტით მყოფი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან მივიდა და პარლამენტთან შეკრებილებს გაესაუბრა.

მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, თუმცა სოციალურ ქსელში რადიკალების მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა და თქვა, რომ „მშვიდობიანი დემონსტრანტები შეკრებილები არიან, რათა შეშფოთება გამოხატონ ქვეყნის რეპრესიული კურსის მიმართ“; გაავრცელა ვიდეო მიმართვაც.

მმართველი გუნდისთვის ვალტონენის ქმედება მიუღებელია და ურჩევენ, გაეცნოს 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების ამსახველ კადრებს, როცა რადიკალებმა ხელისუფლების დამხობა, პრეზიდენტის სასახლის წინააღმდეგ შტურმით სცადეს.