საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა

შეხვედრა

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოში, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ზომები განიხილეს. მინისტრმა დელეგაციის წევრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და მიმდინარე რეფორმები გააცნო.

გეკა გელაძემ და პერე ჟოან პონს სამპიეტრომ ასევე ისაუბრეს სამინისტროსა და ეუთოს შორის თანამშრომლობის საკითხებზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ეუთოს ინსტიტუტებთან ურთიერთობა და მომავალში აღნიშნული თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით მზაობა გამოხატა.