„თუ ამას გააკეთებთ, სიმსივნე არასდროს დაგემართებათ" - ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1779047596
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საბერძნეთში გრძელდება.
"დელფოსის ფორუმის" ფარგლებში საქართველოს პირველმა დიპლომატმა მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში თემაზე – "დაცვა, რომელსაც გაფართოება უზრუნველყოფს“.
დელფოში იმყოფებიან გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი, ყოფილი ევროკომისარი დიმიტროს ავრა - მოპულოსი და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი. სამუშაო ვახშმის დაწყებამდე, მაკა ბოჭორიშვილსა და მარტა კოსს შორის შედგა კომუნიკაცია.
საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვა სამუშაო სესიაზე სახელწოდებით – "ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვამდე: ევროპის უსაფრთხოების ახალი სარტყელი“. მინისტრი ასევე, მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომელიც შეეხება შუა დერეფანსა და საქართველოს სტრატეგიულ როლს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის რეგიონულ და გლობალურ სისტემაში.