„საქართველოს პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება სიტყვით გამოვიდეს სამიტზე და მიმართოს დამსწრეებს“ - ალექსანდრე ხვთისიაშვილი ასტანაში დაგეგმილ სამიტზე

ალექსანდრე ხვთისიაშვილი

 საქართველოს პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება სიტყვით გამოვიდეს სამიტზე და მიმართოს დამსწრეებს", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ყაზახეთში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

ალექსანდრე ხვთისიაშვილი განცხადებით, რეგიონული ეკოლოგიური სამიტის გარდა, მიხეილ ყაველაშვილს შესაძლებლობა ექნება შეხვდეს ყაზახეთის პრეზიდენტს, სადაც ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრებენ.

"საქართველოს პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება სიტყვით გამოვიდეს სამიტზე და მიმართოს დამსწრეებს, ეს იქნება შესაძლებლობა საქართველოს პრეზიდენტი გაესაუბროს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებსა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით.

ზოგადად, ყაზახეთთან თანამშრომლობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველო და ყაზახეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ერთმანეთს მხარიო დავუჭიროთ.

სამიტის ფარგლებში ორი პრეზიდენტი ისაუბრებს საქართველო-ყაზახეთის თანამშრომლობის საკითხებზე და პერსპექტივებზე", - აღნიშნა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი ყაზახეთში გუშინ ჩავიდა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ასტანაში მიხეილ ყაველაშვილი დღეს მონაწილეობას მიიღებს რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში, რომელიც გაეროსთან პარტნიორობით იმართება. პლენარულ სხდომაზე გამოვა სიტყვით და აქცენტს კლიმატის ცვლილებასა და რეგიონულ დაკავშირებადობაზე გააკეთებს. ვიზიტის ფარგლებში, შედგება ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრაც.