საქართველოს პრემიერი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე - ირაკლი კობახიძე მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას

ირაკლი კობახიძე

ამ წუთებში ტირანაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი იხსნება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიწვევით, ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს. ირაკლი კობახიძე მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის თემაც ევროპის უსაფრთხოება და მდგრადობის გაძლიერებაა.

ტირანაში იმყოფებიან ევროპული საბჭოს, ევროპარლამენტის და ევროკომისიის პრეზიდენტები, 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი, მათ შორის გერმანიის კანცლერი, დიდი ბრიტანეთის პრემიერი და საფრანგეთის პრეზიდენტი.

სამიტის მთავარი თემა უკრაინაა, თუმცა ლიდერები იმსჯელებენ ენერგეტიკულ გამოწვევებზე, ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და არალეგალურ მიგრაციაზეც.