საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს, ჰყავს კონკრეტული კრიმინალები, კონკრეტული დამნაშავეები - კახა კალაძე

kaxa kaladze

"დღეს, საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს. ჰყავს კონკრეტული კრიმინალები, კონკრეტული დამნაშავეები",- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახი კალაძე საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას, რომლის თანახმად, თუ პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან, ეს არგუმენტი იქნება ევროპელი პარტნიორებისთვის, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უარი არ გვითხრან.

„საერთოდ არ მომისმენია მარგველაშვილის განცხადება ან რას გულისხმობს. საქართველოში პოლიტპატიმრების ეპოქა ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს. დღეს, საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს. ჰყავს კონკრეტული კრიმინალები, კონკრეტული დამნაშავეები, რომლებმაც კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი“, - განაცხადა კალაძემ.