ჩხუბი და დაპირისპირება სასტუმრო „რუმსში“ - რა მოხდა ქალაქის ცენტრში
1748182085
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით შეხვედრა გამართა რუმინეთის საპარლამენტო დელეგაციასთან.
შეხვედრისას დელეგაციის წევრებმა განიხილეს შავი ზღვის რეგიონში არსებული ცვალებადი უსაფრთხოების გარემო, რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო აგრესია და მისი გავლენა რეგიონზე, რუმინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა. ასევე, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და რუმინეთში არსებული ვითარება.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრები: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი.