ზოდიაქოს ორი ნიშანი, რომლებიც ივნისში ჯეკპოტს მოიგებს
1748199437
ბოლიდი, რომლითაც მიხაელ შუმახერმა 2011 წელს უნგრეთისა და მონაკოს გრან-პრი მოიგო და „ფორმულა 1“-ის ჩემპიონის გახდა აუქციონზე 15,98 მილიონ ევროდ გაიყიდა.
The New York Times-ის ინფორმაციით, ავტომობილი Ferrari F2001 RM Sothebyʼs-ის მიერ გამართული ვაჭრობისას გაიყიდა. ლოტისთვის აქტიური ბრძოლა მიმდინარეობდა, ვაჭრობა 8 მილიონი ევროდან დაიწყო. მყიდველის სახელი ტრადიციულად არ საჯაროვდება, თუმცა ცნობილია, რომ ის ფსონებს დარბაზიდან დებდა და არა ტელეფონით.
Ferrari F2001 შუმახერის ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი გახდა, რომელიც აუქციონზე გაიყიდა.
შუმახერი „ფორმულა 1“-ის შვიდგზის გამარჯვებულია. 2013 წლის ბოლოს მან ალპებში თხილამურებით სრიალის დროს თავის ტვინი ტრავმა მიიღო და მას შემდეგ საჯაროდ აღარ გამოჩენილა.