„მაპატიე, რომ ვერ გადაგარჩინეთ...“ - ტრაგიკულად გარდაცვლილ ახალგაზრდას გლოვობენ
1748203419
ქვეყანა 26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებებისთვის ემზადება. ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. წვევამდელები უკვე ემზადებიან სამხედრო ფიცის დასადებად. ფიცის დადების ცერემონია თბილისსა და კიდევ 5 ისტორიულ ადგილას გაიმართება.
როგორც ღონისძიების რეჟისორმა, ბასა ფოცხიშვილმა "კურიერთან" საუბრისას განაცხადა, მისთვის ფიცი დადების ღონისძიების დაგეგმვა დიდი პატივია. მისივე თქმით, დამოუკიდებლობის დღეს ფიცი დაიდება საქართველოს ისტორიის, კულტურის, საგმირო დიდების იმ ადგილებში, რომელიც ყველა ქართველისთვის საამაყოა.
"ჩემთვის ეს განსაკუთრებული დღეა, წლებია მაქვს უდიდესი პატივი, რომ დავდგა წვევამდელთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონია. ჩემთვის ეს დიდი სიამაყეა და ასი წლის შემდეგ რომ მკითხავენ, რა გააკეთეო, პირველი ვიტყვი, რომ ქართველ ჯარისკაცებთან ვმუშაობდი. ისინი სხვა კატეგორიის, სხვა ღირსების, თავმოყვარეობისა და სხვა დისციპლინის ადამიანები არიან. მათ უდიდესი სიყვარული და თავგანწირვა აქვთ და მზად არიან საქართველოსთვის ყველაფერი გააკეთონ.
რაც შეეხება რეგიონებს, უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ისეთ ადგილებში, რომლებიც წარმოადგენენ ისტორიულ სიმდიდრეს და ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას, ასევე, ადგილებში, რომელიც ყველა დროის ქართველების საგმირო დიდების მატარებელია, ასეთ ადგილებში დავდებთ ფიცს. წელს დაიდება ფიცი ხევში, სადაც 200-მა მოხევემ შეაჩერა რუსის საბჭოთა არმია და ამას მალავდა წლების განმავლობაში საბჭოთა კავშირი," - აღნიშნა ბასა ფოცხიშვილმა.
ამასთან, როგორც ბასა ფოცხიშვილმა აღნიშნა, თბილისის გარდა ფიცის დადების ცერემონია გაიმართება რეგიონებში: ნოქალაქევში - სამეგრელო; გეგუთში - იმერეთი, სამთავის ტაძართან - შიდა ქართლი, ვეჯინის ტაძართან - კახეთში.