წყალი 13 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1771271042
აუცილებელია გაეცეს პასუხი მთავარ კითხვას - რა ვთმობთ, რას ვიხდით და ვიღებთ თუ არა რაიმე სარგებელს ევროინტეგრაციისგან - ამის შესახებ "რუსთავი 2-ის" გადაცემაში "დებატები", პარტიის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა ისაუბრა.
მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია:
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი დისკუსია იმართება ევროინტეგრაციის საკითხზე, რომელიც წლების განმავლობაში იყო რელიგიის რანგში აყვანილი და დღესაც ვხედავთ, რომ ჩვენმა პოტენციურმა რამდენიმე "ვიზავიმ" მსჯელობაც კი დანაშაულად შერაცხა და განაცხადა, რომ ევროკავშირი ეს არის ისეთი ჭეშმარიტება, რომელიც განსჯას არ ექვემდებარება. ქართველი საზოგადოება კი, ამ დოგმებისა და იაფფასიანი პოლიტიკური ლოზუნგების ნაცვლად, იმსახურებს საგნობრივ დისკუსიას. საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია.
აუცილებელია გაეცეს პასუხი მთავარ კითხვას - რა ვთმობთ, რას ვიხდით და ვიღებთ თუ არა რაიმე სარგებელს ევროინტეგრაციისგან. სამი ძირითადი, კონკრეტული მიმართულებით, ეს არის: უსაფრთხოება, სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობა და ეროვნულ-კულტურული იდენტობა. გვაძლევს ევროკავშირი უსაფრთხოებას? - ცხადია, არა. პირიქით, ევროკავშირი უდრის ომს. ევროკავშირი არის დღეს ომში ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. ევროკავშირს არ შესწევს ძალა უზრუნველყოს საკუთარი თავის უსაფრთხოება, განსაკუთრებით ამერიკული უსაფრთხოების ქოლგის გარეშე და ამ მოცემულობის მიუხედავად, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ომის ესკალაცია მოხდეს და ომი გახანგრძლივდეს,"- აცხადებს პარტიის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი.
დებატები იმართება თემაზე - "ეროვნული ინტერესები და ევროპული კურსი" .