დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
1778585376
მონტენეგროში დღეს ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების პირველი სამიტი იხსნება. მთავარი თემა საპარლამენტო დიპლომატია და დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობაა.
ისტორიულ ფორუმში მონაწილეობს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სამიტში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგით არის ჩართული. დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა. დღის წესრიგშია სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებთან ორმხრივი შეხვედრებიც.