საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საელჩოს ორგანიზებით, სტოკჰოლმში საზეიმო ღონისძიება გაიმართა

სტოკჰოლმში საზეიმო ღონისძიება გაიმართა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სტოკჰოლმში, როსენდალის სამეფო ბაღში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

საქართველოს სტუმრებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა უმასპინძლა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ელჩმა  ყურადღება გაამახვილა საქართველო-შვედეთის ისტორიულ ურთიერთობებზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ქვეყნის მიღწევებზე.

საღამო საქართველოსა და შვედეთის ჰიმნების ცოცხალი შესრულებით გაიხსნა. წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული ცეკვები და შვედი მუსკოსების შესრულებით ქართული სიმღერები. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ქართული ტრადიციული კერძები და ღვინო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ შვედეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, შვედეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, მედიის, სამეცნიერო წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ინფორმაციას საქართველოს საგარეოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.