1758053825
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გიორგი ბარვენაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა კოლეგებს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარუდგინა, რომელიც პარლამენტის გამოკლებული წევრის ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლის გიორგი ბარვენაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობას ითვალისწინებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მიღებული შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია და მხარი დაუჭირა პარლამენტის დადგენილების პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.