1746474873
სალომე ზურაბიშვილმა „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ წევრებთან 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ წევრებთან მეორე გაფართოებული შეხვედრა გამართა და ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესი განიხილა.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდეს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ ჩართულობისა და მათი ინიციატივების შესახებ.