1770743848
„საჭიროა სახელმწიფოს, კარგი გაგებით, ჩარევა, რომ არ მოხდეს დომინირება ამა თუ იმ სეგმენტში“ - გურამ მაჭარაშვილი
პარლამენტში მოქმედი ფასების შემსწავლელი დროებითი კომისია აქტიურ მუშაობაზე დღეიდან გადადის.
რამდენიმე საათში დაგეგმილ პირველ სხდომაზე საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებს ელოდებიან.
საუბარია ხორცის, რძის პროდუქტებისა და კვერცხის მწარმოებელ კომპანიებზე. განიხილება ბაზრის სტრუქტურა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი და სექტორის საოპერაციო პროცესები.
კომისიაში იმედოვნებენ, რომ, ღია დისკუსიის შედეგად, ყველა მხარისთვის მისაღებ გადაწყვეტილებამდე მისვლა მოხერხდება.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ფასების რეგულირების პროცესში საჭიროა სახელმწიფოს ჩარევა, რათა გარკვეულ სეგმენტში არ მოხდეს სუბიექტების დომინირება.
"გარკვეული სეგმენტზე, ფასების რეგულაციის რესურსი ნამდვილად არის, თუმცა გვგონია, რომ მაინც საჭიროა სახელმწიფოს, კარგი გაგებით, ჩარევა, რომ არ მოხდეს დომინირება ამა თუ იმ სეგმენტში", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.











