საბოლოოო მიზანია, რომ დაახლოებით ერთი მესამედით შემცირდეს პატიმრების რაოდენობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ჩვენი პოლიტიკური გუნდის მზიანია, რომ პატიმრების რაოდენობა პენიტენციურ დაწესებულებებში ეტაპობრივად შევამციროთ და დავიყვანოთ საერთო სტანდარტამდე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„საბოლოოო მიზანია, რომ დაახლოებით ერთი მესამედით შემცირდეს პატიმრების რაოდენობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ამისათვის პირველი ნაბიჯია ამნისტია, რომელიც დაახლოებით 10%-მდე პატიმარს შეეხება დაუყოვნებლივ გათავისუფლების სახით და საერთო ჯამში, პატიმრების ერთ მესამედს შეეხება სხვადასხვა ფორმით, სასჯელის განახევრებით, მეოთხედით შემცირებით, მეექვსედით შემცირებით. ასევე შეეხება პრობაციონერების დიდ რაოდენობას. დაბალანსებულია იმ მხრივ, რომ არის ორი სიკეთე და პერსპექტივა. ერთი მხრივ ეს არის სახელმწიფოს ჰუმანურობის გამოჩენა და პატიმრებისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ შემდგომ გაითვალისწინონ სახელმწიფოსა და საზოგადოების ეს ჰუმანური მიდგომა და იყვნენ თავისუფლებაზე. მეორე მხრივ საზოგადოების ინტერესი, რომ დაცული იყოს უსაფრთხოება და მართლწესრიგი. ამიტომ, ჩვენ ძალიან დეტალურად გავიარეთ ეს საკითხი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.