რუმინეთის პრეზიდენტის თქმით, რუმინეთს ახალი, დასავლური ფასეულობების გამტარებელი მთავრობა, გონივრულ ვადებში ეყოლება

ნჯ

რუმინეთს ახალი, დასავლური ფასეულობების გამტარებელი მთავრობა, გონივრულ ვადებში ეყოლება. ამის შესახებ საგანგებო განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა გააკეთა.

მისივე თქმით, მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირებამდე ის პოლიტიკურ პარტიებთან არაფორმალურ მოლაპარაკებებს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ რუმინეთის მთავრობა გუშინ, პარლამენტის მიერ უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების შემდეგ გადადგა