როგორც იცით, ლეიბორისტები ვითხოვდით დეგნანის შეცვლას, მადლობა ბაიდენს - ნათელაშვილი

ნათელაშვილი

13 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, რობინ დანიგანის კანდიდატურა წარადგინა.

ახალი ელჩის წარდგენას ეხმიანება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

„როგორც იცით, ლეიბორისტული პარტია, მას შემდეგ რაც ოპოზიცია შეყარეს პარლამენტში, ითხოვდა ამერიკის ელჩის შეცვლას. ელჩი ვადამდეა გაწვეული. დიდი მადლობა ამერიკის პრეზიდენტს, ბატონ ბაიდენს, რომელმაც მიიღო ეს ვერდიქტი. იმედია, ახალი ელჩი ვინც ჩამოვა, იქნება ამერიკა-საქართველოს ინტერესთა ერთგული დამცველი და არა კონკრეტული ოლიგარქის ინტერესების გამტარებელი“,- განაცხადა ნათელაშვილმა