თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1746215967
საფრანგეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც საკმაოდ ხისტად შლიან მიტინგებს, მათ შორის ხდება ისიც, როდესაც ადამიანები არა თუ ჯანმრთელობას კარგავენ, არამედ სიცოცხლეს კარგავენ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი პარიზში აქციაზე განვითარებულ მოვლენებს.
მან ისაუბრა ორმაგ სტანდარტზე და ამ კონტექსტში აღნიშნა, ისიც, რომ საქართველოში, როდესაც პოლიციელს უწევს ძალის გამოყენება - ამას იყენებენ სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვისა და რევოლუციური პროცესების განვითარებისთვის.
„აქ არ არის ლაპარაკი ორმაგ სტანდარტზე, აქ უფრო მძიმე სურათი გვაქვს, ის, რომ საქართველოში უნდათ გარკვეული პროცესების განვითარება და სწორედ ამ თემას - როდესაც პოლიცია იძულებულია დაუპირისპირდეს აქციის მონაწილეს, იყენებენ იმისათვის, რათა ეს აქციები კიდევ უფრო ბრუტალური გახდეს და მძიმე შედეგები მოიტანოს, იმისათვის რათა რევოლუციურ პროცესს არ ჰქონდეს რაიმე შეფერხება, განვითარდეს და პირიქით უფრო მძიმე შედეგების მომტანი გახდეს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, პარიზში, პირველი მაისის დემონსტრაცია პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, დაკავებულია 50 ადამიანი.