თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1746215967
ZDF Politbarometer-ის გამოკითხვის მიხედვით, გერმანელთა უმრავლესობა მხარს არ უჭერს„ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერს, ფრიდრიხ მერცს, როგორც მომავალ კანცლერს. კერძოდ, თუ ფრიდრიხ მერცის დანიშვნას დადებითად გამოკითხულთა 38% აფასებს, ხოლო 56% უარყოფითად.
რაც შეეხება მომავალი მთავრობის კოალიციის მხარდაჭერას, რესპონდენტთა მხოლოდ 48%-მა გამოთქვა ამის მხარდაჭერა, 37% ცუდ იდეად მიიჩნევს, ხოლო 10%-ს არ აქვს ჩამოყალიბებული აზრი.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კოალიციის მხრიდან პრობლემების გადაჭრის უნარის შესახებ აზრი გაიყო: რესპონდენტთა 48% მიიჩნევს, რომ კოალიცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გერმანიის პრობლემების გადაჭრაში, მაშინ როდესაც, თითქმის იგივე რაოდენობა – 47% ამას საეჭვოდ მიიჩნევს.
შეგახსენებთ, 30 აპრილს გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან“ კოალიციის შექმნას მხარი დაუჭირა, რითაც „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერს, ფრიდრიხ მერცს კანცლერობისკენ გზა ეხსნება. პარლამენტი მის კანდიდატურას კენჭს 6 მაისს უყრის. 144-გვერდიანი კოალიციური შეთანხმების მიხედვით, პარტიები შეთანხმდნენ საშუალო და მცირე შემოსავლის მქონე პირებისთვის გადასახადების შემცირებასა და თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე. დოკუმენტში კოალიციური პარტნიორები დიდ ყურადღებას უთმობენ არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას.