რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირი 11 აპრილს საქართველოსთან სავიზო საკითხთან დაკავშირებით დიალოგს გამართავს

რიკარდ იოზვიაკი

„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ 11 აპრილს ევროკავშირი საქართველოსთან სავიზო საკითხთან დაკავშირებით დიალოგს გამართავს.

როგორც იოზვიაკი წერს, ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება, რადგან საქმე უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას შეეხება.

„ევროკავშირი მომავალ კვირას, 11 აპრილს საქართველოსთან სავიზო საკითხთან დაკავშირებით დიალოგს გამართავს. ეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რომელზეც ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებას განიხილავენ. ევროკომისია თავის ყოველწლიურ სავიზო ანგარიშს დეკემბერში წარადგენს, ხოლო იანვარში ევროკავშირის წევრებს გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ“, - წერს იოზვიაკი.