ფრანკფურტის აეროპორტში თვითმფრინავი დაზიანდა - არიან დაშავებულები

თვითმფრინავი დაზიანდა

ფრანკფურტის აეროპორტში, კომპანია Lufthansa Airlines-ის საკუთრებაში არსებული თვითმფრინავის - Boeing 787-9 Dreamliner-ის შასის მექანიზმის ჩამოშლის შედეგად, რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა.

ავიაკომპანიის ცნობით, თვითმფრინავი ლოს-ანჯელესში გასაფრენად ემზადებოდა, როდესაც „პარკირებისას, წინა შასის მექანიზმი მოულოდნელად დაიწია“.

როგორც ავიაკომპანიამ განმარტა, ინციდენტის დროს თვითმფრინავში მგზავრები არ იმყოფებოდნენ. ბორტზე მხოლოდ ეკიპაჟის წევრები იყვნენ, გარეთ კი სახმელეთო პერსონალი მუშაობდა.

“რამდენიმე ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო - Lufthansa-ს ორი ბორტგამცილებელი და სხვა მომსახურების მიმწოდებელი თანამშრომლები სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - იტყობინება ავიაკომპანია.

თანამშრომლების დაზიანებების ხარისხი ჯერჯერობით უცნობია.

შემთხვევის შედეგად, რეისი გადაიდო, მგზავრები კი სხვა თვითმფრინავებში გადაანაწილეს.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება.