რეალისტურია 2030 წელს გავხდეთ კავშირის წევრი, უნდა ვიყოთ ეკონომიკურად მზად, შეგვეძლოს თქმა, რომ ღვინო, ტურიზმი პრიორიტეტია, გეოგრაფიული მდგომარეობა უნდა გამოვიყენოთ სწორად ნებისმიერ კავშირში, ამ შემთხვევაში ევროკავშირში - ირაკლი კირცხალია

ირაკლი კირცხალია

ქვეყანა, რომელიც ერთიანდება ნებისმიერ ეკონომიკურ კავშირში, უნდა იყოს ეკონომიკურად მდგრადი და წელში გამართული ყველა მიმართულებით - ამის შესახებ "რუსთავი 2-ის" ეთერში, გადაცემა "დებატებში"  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანებამდე საქართველო უნდა იყოს ეკონომიკურად მდგრადი და მზად, 2030 წლისთვის რეალისტურად მიაღწიოს წევრობას, ამასთან, წინასწარ განსაზღვროს საკუთარი პრიორიტეტები, მათ შორის ქვეყნის გეოგრაფიული როლი.

"როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ ბენეფიტებზე და დამოკიდებულებაზე და როცა ვსაუბრობდი, რომ ქვეყანა, რომელიც ერთიანდება ნებისმიერ ეკონომიკურ კავშირში და პირველ რიგში, როდესაც ევროკავშირზე გვაქვს საუბარი, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მამოძრავებელია ეს ეკონომიკური კავშირი, რომელიც არის ამ ქვეყნებს შორის, უნდა იყოს ქვეყანა ეკონომიკურად მდგრადი და წელში გამართული ყველა მიმართულებით, მათ შორის, ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს და ესმოდეს ჩვენს საზოგადოებას და სამწუხაროდ ამას არავინ არ ასმენინებდა ჩვენს მოსახლეობას, საზოგადოების წევრებს, იმიტომ, რომ ტაბუირებულად იყო თემა, რომ ოღონდ დღესვე რომ მოვაწეროთ ხელი, ჯერ ეს უნდა ვიცოდეთ, რომ ევროკავშირის წევრობამდე არის მოლაპარაკებების გახსნა და ყველამ  კარგად ვნახეთ ეს სპეკულაციებიც ამ მოლაპარაკების გახსნასთან დაკავშირებით.

ჩვენ ყველაზე მზად ვართ, ჩვენი ქვეყნის მასშტაბებიდან გამომდინარე წევრ ქვეყნებთან, კანდიდატის სტატუსის წევრ ქვეყნებთან მიმართებით, ამას არაერთი კვლევა და ციფრები ადასტურებს. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ და ჩვენი ქვეყანა როდესაც საუბრობს 2030 წლისთვის, როდესაც თვითონ დაანონსებული აქვს გაფართოება და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ასოცირების ხელშეკრულებიდან და მათი შესრულებიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყველაზე მზად ვიქნებით და რეალისტურია 2030 წელს, რომ შევიდეთ და გავხდეთ ამ კავშირის წევრი, მათ შორის პირველ რიგში ეკონომიკურად, მთავარი თემა არის ერთი, რომ ჩვენ გავითვალისწინოთ როგორც ჩვენი ძირითადი ეკონომიკური მიმართულებები - ღვინოზე, ტურიზმზე იყო საუბარი, ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა, რომ ეკონომიკურად, როდესაც მივა კავშირში საქმე და დაიწყება უკვე ამ თემის გავლა, რა შეიძლება მოექცეს მათი რეგულაციის ქვეშ და რა შეიძლება ჩვენთვის იყოს პრიორიტეტი, ამისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ მზად და მდგრადად, უნდა შეგვეძლოს თქმა, რომ ჩვენთვის ღვინო, ტურიზმი პრიორიტეტია, გეოგრაფიული მდგომარეობა და ის კარიბჭე, რაც არის აზიასა და ევროპას შორის, ეს უნდა გამოვიყენოთ და უნდა გვქონდეს სავაჭროდ სწორად ნებისმიერ კავშირში, ამ შემთხვევაში ევროკავშირში", - აცხადებს ირაკლი კირცხალია.