რაც ოფიციალურად გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე, ეს იქნებოდა საუბრის მთავარი თემა და არანაირი გადატვირთვა, რასაც კობახიძე ამტკიცებს - თინათინ ბოკუჩავა

თინათინ ბოკუჩავა

მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებები გრძელდება. პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარე, თინათინ ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ დაძაბულ ვითარებას და არანაირი გადატვირთვის საკითხი არ განიხლულა.

"არ შეუშალოს ხელი ამერიკას საკუთარი ინტერესების განხორციელებაში ამ კონკრეტულ მისიასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით და იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც ოფიციალურად გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე, სწორედ ეს იქნებოდა საუბრის მთავარი თემა და არანაირი გადატვირთვა, რასაც კობახიძე ამტკიცებს, თუმცა ვერ ადასტურებს ბუნებრივია," - აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.