რატი იონათამიშვილი: ცალკეული პირები არსებობენ, რომლებიც ცდილობენ, საქართველოს წინააღმდეგ ნეგატიური კამპანია ააგორონ, საბოლოო ჯამში, ასეთი კამპანია მარცხდება, რადგან სიმართლე არ იკარგება

რატი იონათამიშვილი

საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა მაღალი გარანტიებით არის დაცული, ცოტა ხნის, ეს კარგად გამოჩნდა ჟენევაში, გაერო-ს შეკრების ფარგლებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იომათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, როცა მყარი და სამართლიანი არგუმენტები გაქვს, ნებისმიერ ფორმატში, სიმართლის წარმოჩენა შეგიძლია.

„ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ცალკეული პირები არსებობენ, რომლებიც ცდილობენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ ნეგატიური კამპანია ააგორონ. საბოლოო ჯამში, ასეთი კამპანია ყოველთვის მარცხდება, რადგან სიმართლე არ იკარგება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.