როდის დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები - ინფორმაცია მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვის
1772042024
დიდი ბრიტანეთის ელჩი ბრიტანულმა ბიუროკრატიამ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, რადგან მათი მხრიდან არანაირი არგუმენტი არ ყოფილა, რაც ქართულ საზოგადოებას უფრო მეტად უმძაფრებს უსამართლობის განცდას, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ დიდი ბრიტანეთის ბიუროკრატიამ ჩაანაცვლა ის სპეცრაზმი, რომელიც 2007 წელს „იმედში“ შეიჭრა.
„როცა ჩვენ ასეთ უხეშ უსამართლობას ვხედავთ, რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებას ერთიანი და მტკიცე პოზიცია ექნება. სამწუხაროა, რომ დიდი ბრიტანეთის ბიუროკრატიამ ჩაანაცვლა ის სპეცრაზმი, რომელიც 2007 წელს „იმედში“ შეიჭრა, რომ თავისუფალი სიტყვა ჩაეხშო. ისტორიაში პოლიტიკური ექსტრემისტების რეაქცია შევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო და შავი ლაქა. ფაქტობრივად, მათ საზოგადოებას დაანახეს, რომ სინამდვილეში, ისინი არიან არა პოლიტიკური პარტიები, ე.წ. ენჯეოები ან მედია ორგანიზაციები, არამედ უცხო ქვეყნის რბილი ძალა საქართველოში, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს. რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა ფუჭი, ამაოა და მწარედ დამარცხდება საქართველოში“, – განაცხადა იონათამიშვილმა.