შეიძლება თუ არა გარდაცვლილი ნათესავის საწოლზე ან ტახტზე ძილი - ეზოთერიკოსების განმარტება
1772049694
რეზოლუციებში ჩაგვიწერეს მოთხოვნა, რომ სანქციები უნდა დაგვეწესებინა რუსეთისთვის. დღესაც ეს ელჩები ჩვენგან ითხოვენ სანქციების დაწესებას, რაც გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის განადგურებას და ესკალაციას რუსეთთან, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით მოწოდებების შეფასებისას.
მისი თქმით, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილი არსად გამქრალა.
„ამასთანავე, ისინი ამბობდნენ, რომ არ მოგვიწოდებდნენ მთავრობის ოფიციალური თანხმობით უკრაინაში საბრძოლველად სამხედროების გაგზავნისკენ და უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემისკენ. თუმცა, ის მდიდარი „ენჯეოები“, რომლებსაც ეს საელჩოები და ევროკავშირი აფინანსებენ, ზუსტად ამას მოითხოვდნენ ჩვენგან. შესაბამისად, ამ მდიდარი „ენჯეოების“ მეშვეობით მოითხოვდნენ ამ ნაბიჯების გადადგმას ჩვენი ხელისუფლებისგან, რაც ავტომატურად გულისხმობდა სამხედრო ესკალაციას რუსეთთან. სურვილი, რომელიც მათ ამოძრავებდათ და დღესაც ამოძრავებთ, რომ მეორე ფრონტი გამხდარიყო საქართველო, რათა ეს ომი უფრო გაჭიანურებულიყო, არსად გამქრალა”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
აღნიშნულ თემაზე დღეს სოციალურ ქსელში პოსტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გამოაქვეყნა. „უკრაინაში ომის დაწყებიდან სულ ორ დღეში გაჩნდა პირველი მოწოდება, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტი“ გაეხსნა და სამხედრო კონფლიქტში ჩაბმულიყო", - წერს პაპუაშვილი.