მარიამ შუკაკიძის ყოფილი მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1775678204
რაც უფრო სუსტი იქნება რადიკალური ოპოზიცია და ექსტრემისტული ჯგუფები საქართველოში, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი სუვერენიტეტიც და დემოკრატიაც, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“. ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მმართველი გუნდის ოპონენტების მიერ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღებისადმი დამოკიდებულებაზეც გააკეთა აქცენტი.
„ჩვენ გვყავს ისეთი რადიკალური ოპოზიცია, რომელიც განსაკუთრებული სიძულვილით გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის ეროვნული, სახელმწიფოებრივი და სასულიერო თარიღების მიმართ. ყოველ ჯერზე აქვთ იმის მცდელობები, რომ კიდევ უფრო მეტად გახლიჩონ საზოგადოება, უფრო მეტი რადიკალიზმი და პოლიტიკური ექსტრემიზმი შემოიტანონ ამ პროცესებში. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება შობის დღესასწაული, აღდგომის დღესასწაული. ასეთივე დამოკიდებულება აქვთ სახელმწიფოებრივ თარიღებზე და დღესასწაულებზე, იქნება ეს 26 მაისი, 9 აპრილი თუ ნებისმიერი სხვა თარიღი. ესეც მათ არაეროვნულ და უსამშობლო სახეს გამოხატავს. მათ არც ახალი წელი უხარიათ, არც 26 მაისი, არც შობა და აღდგომა. რაც მათ გაუხარდებათ, ის ჩვენს ქვეყანაში არასოდეს მოხდება. ყველამ კარგად ვიცით რაც არის ეს - თბილისის თავზე ბომბების წვიმა, ჩვენი ქვეყნის ქაოსში გახვევა, განადგურება და ა.შ. რეალური მიზანი ეს არის და ამ მიზნის მისაღწევად მზად არიან ცალ ფეხზე ირბინონ“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის უბედურება ის არის, რომ ისინი საკუთარ შეცდომებზე არ სწავლობენ და ერთი და იგივე ამორალური ქმედებებით საკუთარ რეპუტაციას ანადგურებენ.