როგორი ამინდი იქნება აღდგომას საქართველოში
1775592091
საქართველოში ყავაზე ახალი წესი ამოქმედდა. ცვლილებები ეხება როგორც ნედლეულს, ასევე, ყავის შემცვლელ პროდუქტებს. რეგლამენტის მიხედვით, ბიზნესი ვალდებული იქნება მიუთითოს რეალურად რა იყიდება - ყავა თუ ყავის შემცვლელი.
იზღუდება მინარევების რაოდენობა და განისაზღვრება ტენიანობის დონე. ამავდროულად მკაცრდება ყავის ხარისხის კონტროლი. მკაცრდება ეტიკეტირების წესებიც. მომხმარებელმა უნდა მიიღო სრული ინფორმაცია სხვადასხვა მახასიათებელზე, მათ შორის პროდუქტის ტიპზე, წარმოშობის ქვეყანასა და დამუშავების მეთოდებზე. რეგლამენტი ძალაში სექტემბრიდან შევა. თუმცა, დადგენილება გარდამავალ პერიოდსაც ითვალისწინებს.
პროდუქცია, რომელიც ახალ მოთხოვნებს არ შეესაბამება, ვარგისობის ვადის ამოწურვამდე გაიყიდება. თუმცა, ბიზნესს ამისთვის დრო 2027 წლის სექტემბრამდე ექნება.