რატი იონათამიშვილი გარდაცვლილ ფეხბურთელზე რადიკალების განცხადებებზე: ესენი არიან შიდა ტერორისტები. პირველი შემთხვევაც არ არის, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი იღუპება და პირდაპირ ანთხევენ ზიზღს, წყევლას

რატი იონათამიშვილი

ესენი არიან შიდა ტერორისტები. პირველი შემთხვევაც არ არის, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი იღუპება და პირდაპირ ანთხევენ ზიზღს, წყევლას, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“.

დეპუტატი გამოეხმაურა ყოფილი ფეხბურთელის ბექა გოცირიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში რადიკალების განცხადებებს, რომლებიც არ ინდობენ გარდაცვლილსაც, რომელიც მათ შეხედულებებს არ იზიარებდა.

„ესენი არიან შიდა ტერორისტები. პირველი შემთხვევაც არ არის, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი იღუპება და პირდაპირ ანთხევენ ზიზღს, წყევლას. ამით სინამდვილეში „მორალურ სტანდარტს“ ავლენენ. ამ ადამიანებს არაფერი წმინდა, არაფერი ქართული არ გააჩნიათ. კიდევ ერთხელ ვხედავთ ამ რადიკალური ჯგუფების მორალურ უსტანდარტობას“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.