ძლიერი ქარბუქი და თოვლი! - საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება
1772119689
ფაქტია, რომ ბრიტანელი ბიუროკრატები სინამდვილეში ძალიან მძიმე დღეში არიან, ვინაიდან მათ უჭირთ იმ გადაწყვეტილების ახსნა, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა მიიღო, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე საუბრისას. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ეს ბუნებრივია, რადგან გადაწყვეტილება მხოლოდ დაბრალების პოლიტიკას ეფუძნებოდა, მიზნად კი არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლებაზე, არამედ ქართულ საზოგადოებაზე თავდასხმას ისახავდა.
„რა თქმა უნდა, მათ ამის არგუმენტები არ აქვთ. რამის არგუმენტები ან ფაქტები რომ ჰქონდეთ, ამაზე ღიად ისაუბრებდნენ, მაგრამ დღეს ვნახეთ, რომ ბრიტანეთის ელჩი დაემალა ქართულ საზოგადოებას, მედიას, არ გააკეთა კომენტარი, ხოლო როცა საგარეო საქმეთა მინისტრთან იმყოფებოდა შეხვედრაზე, 40 წუთის განმავლობაში არც ერთი არგუმენტი არ უთქვამს. ანუ, მივიდა ცარიელი და იქიდან უფრო დამძიმებული გამოვიდა. ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა საკუთარი მოხელე ბრიტანეთის ბიუროკრატიამ. მით უმეტეს მაშინ, როდესაც „დრუჟბას“ უფრთხილდება და თურმე „იმედი“ და „პოსტივი“ ყოფილა ის, ვინც რუსეთს ომში ეხმარება“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
საგარეო უწყებაში ელჩისგან ელოდებოდნენ განმარტებას, თუ რა იყო ქართულ თავისუფალ მედიაზე თავდასხმის საფუძველი. დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეთ უორდმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც ის ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, უკომენტაროდ დატოვა.