„ანონიმურ კომუნიკაციას ვინარჩუნებ...“ - სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში
1793215936
როდესაც ევროკავშირის პირველი პირების, თუნდაც, ევროკომისიის მიმართ ასეთი ბრალდებები ისმის, ჩვენ არ გვიკვირს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია, რადგან გამოდის, რომ ევროკავშირის უმაღლესი ორგანო ევროპის საწინააღმდეგოდ აფინანსებს ძალადობას და არეულობას ევროპის შაგულში, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევრობიუროკრატები ევროპის წინააღმდეგ გამოდიან.
„რა თქმა უნდა, ჩვენ აღარ გვიკვირს, რომ ეს ადამიანები და ისინი, ვინც მათ უკან დგანან, იგივეს ცდილობენ, რომ საქართველოშიც განახორციელონ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს დამატებითი შეფასების და ყველასთვის გადაფასების საფუძველია, რადგან ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატები, რომლებიც დღეს ევროკომისიას მართავენ, როგორც ჩანს, თვითონ ევროპის წინააღმდეგ გამოდიან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.