ქართველიშვილი: "მოსკოვის მექანიზმი" არის "ეუთო"-ს ფაქტების შემსწავლელი საგანგებო პროცედურა ადამიანის უფლებების განზომილების სფეროში, და არა სერვისი იმ ოპოზიციური ქსელებისთვის, რომლებიც ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ ბრძოლას აგებენ

დავით ქართველიშვილი

უპირველეს ყოვლისა - მინდა მადლობა გადავუხადო დავით ქაცარავას მისი "ფროიდისეული წამოცდენის" გამო. "ჭუტავიზიის" ეთერში მან განაცხადა, რომ უჩა ნანუაშვილი წინასწარ შეჰპირდა: „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ის მოწმედ უნდა დაეკითხათ, თუმცა მოგვიანებით, მისი თქმით, მას აღარავინ დაკავშირებია. სწორედ ამიტომ ეს ისტორია "სპონტანური ფაქტების" შეგროვებას ნაკლებად და უფრო წინასწარ აგებულ სქემას წააგავს, სადაც რადიკალური ოპოზიციის ნაწილი საერთაშორისო შეფასებას კი არ ელოდებოდა, არამედ თავად ამზადებდა „მოწმეებით“ გამაგრებულ არქიტექტურას - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, აღნიშნული გარემოება აჩენს კითხვებს, ხომ არ ჰგავდა ეს პროცესი წინასწარ დაგეგმილ სქემას, სადაც, რადიკალური ოპოზიციის ნაწილი საერთაშორისო შეფასებას კი არ ელოდებოდა, არამედ თავად ამზადებდა „მოწმეებით“ გამაგრებულ პროცესს. 

 

„უპირველეს ყოვლისა - მინდა მადლობა გადავუხადო დავით ქაცარავას მისი "ფროიდისეული წამოცდენის" გამო. "ჭუტავიზიის" ეთერში მან განაცხადა, რომ უჩა ნანუაშვილი წინასწარ შეჰპირდა: „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ის მოწმედ უნდა დაეკითხათ, თუმცა მოგვიანებით, მისი თქმით, მას აღარავინ დაკავშირებია. სწორედ ამიტომ ეს ისტორია "სპონტანური ფაქტების" შეგროვებას ნაკლებად და უფრო წინასწარ აგებულ სქემას წააგავს, სადაც რადიკალური ოპოზიციის ნაწილი საერთაშორისო შეფასებას კი არ ელოდებოდა, არამედ თავად ამზადებდა „მოწმეებით“ გამაგრებულ არქიტექტურას.

ამ ფონზე უნდა გავიხსენოთ, რომ „მოსკოვის მექანიზმი“ საქართველოს მიმართ 2026 წლის 29 იანვარს ამოქმედდა "ეუთო"-ს 23 სახელმწიფოს მიერ, ხოლო მისიის ანგარიში 12 მარტს გამოქვეყნდა. სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო ისტორია, როდესაც ყოფილი ომბუდსმენი - ფიგურა, რომელიც წესით ინსტიტუციურ მიუკერძოებლობას უნდა განასახიერებდეს - ჩნდება წინასწარ შერჩეული რესპონდენტების კოორდინაციის კონტექსტში, და ეს უკვე აღარ არის უბრალოდ „ადამიანის უფლებების“ თემა. ეს არის ისტორია იმაზე, თუ როგორ შეიძლება საერთაშორისო ინსტრუმენტი გადაიქცეს შიდა პოლიტიკური ბრძოლის ტექნოლოგიად.

„მოსკოვის მექანიზმი“ თავისი ბუნებით არის "ეუთო"-ს ფაქტების შემსწავლელი საგანგებო პროცედურა ადამიანის უფლებების განზომილების სფეროში, და არა სერვისი იმ ოპოზიციური ქსელებისთვის, რომლებიც ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ ბრძოლას აგებენ და ამის კომპენსაციას ცდილობენ საკუთარი სახელმწიფოს საერთაშორისო დელეგიტიმაციით. ყველაზე დამაზიანებელი ამ ლოგიკაში ის კი არ არის, რომ ოპოზიცია საერთაშორისო ინსტიტუტებს მიმართავს, "გვიშველეთ" შეძახილით - "დემოკრატიულ პოლიტიკაში" ასეთი რამ ხდება.

დამაზიანებელია ის, როდესაც ხელისუფლებაზე დარტყმის მიზნით, ძირითად ზიანს აყენებ თითქოს და "საკუთარ" ქვეყანას - მის საერთაშორისო რეპუტაციას, სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობას და საგარეო პოლიტიკურ პოზიციებს. ასეთ დროს უკვე აღარ არის საუბარი მთავრობის შეცვლაზე - საუბარია სახელმწიფოს სისტემურ დაზიანებაზე. შემთხვევითი არ არის, რომ ოფიციალურმა თბილისმა ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, სწორედ ამაზე მიუთითა: „სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებზე“, „სელექტიურ ინტერპრეტაციებზე“ და ანგარიშის პოლიტიკურ მიკერძოებაზე.