ლაშა ფარულავა: პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას სჭირდება ციხის კარის გაღება და არა დიალოგი. მიხეილ სააკაშვილი და ყველა პატიმარი არის პოლიტიკური ნიშნით ციხეში და ყველა უნდა გათავისუფლდეს

ლაშა ფარულავა

პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას სჭირდება ციხის კარის გაღება და არა დიალოგი. მიხეილ სააკაშვილი და ყველა პატიმარი არის პოლიტიკური ნიშნით ციხეში და ყველა უნდა გათავისუფლდეს, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ.

„რაც შეეხება, თავისუფალ სამართლიან არჩევნებს, კი, ეს არჩევნები ქართველი ხალხის მოთხოვნით ჩატარდება, რომელსაც ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენლები ჩაატარებენ ცესკოში და არა რეჟიმის წარმომადგენლები“, - აღნიშნა მან.

კითხვაზე - თუ ვის ხედავს ის „ლეგიტიმურ წარმომადგენლად“, ფარულავამ ასე უპასუხა:

„ამას ძალიან მალე ნახავთ“.