დილით თუ შენიშნავთ, რომ ბალიში ნერწყვით არის სველი... - ექიმის გაფრთხილება
1773496865
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებსა და აშშ-სთან ურთიერთობებზე ისაუბრა.
კერძოდ, სტარმერმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის გახსნის სიცოცხლისუნარიან გეგმაზე მუშაობს, თუმცა აღნიშნა, რომ ეს არ იქნება ნატოს მისია.
მისივე თქმით, ირანში აშშ-ისა და ისრაელის ომთან დაკავშირებით, მისი მთავარი პრიორიტეტი რეგიონში მყოფი „ჩვენი ხალხის“ დაცვაა.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მის ურთიერთობებზე დასმულ კითხვას სტარმერმა ასე უპასუხა:
„ეს არის კარგი ურთიერთობა. გუშინ „კარგი დისკუსია გვქონდა სრუტეების შესახებ. ჩვენ ძლიერი მოკავშირეები ვართ; ასეა უკვე ათწლეულებია. მაგრამ ჩემი მოვალეობაა ვიმოქმედო ისე, როგორც მიმაჩნია, რომ საუკეთესო იქნება ბრიტანეთის ინტერესებისთვის. თუ პრემიერ-მინისტრი ხარ, არ გაქვს იმის ფუფუნება, რომ ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდე და თქვა - უფს, ამ ომთან დაკავშირებით შეცდომა დავუშვი, შეიძლება ახლა გამოვეთიშო?“
მანამდე The Telegraph-ი წერდა, რომ სტარმერმა ტრამპს ჰორმუზის სრუტეში ბრიტანული სამხედრო გემების გაგზავნაზე უარი უთხრა. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნატოს „ძალიან ცუდი“ მომავალი ელის, თუ მოკავშირეები ჰორმუზის სრუტეში ვაშინგტონს არ დაეხმარებიან. დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ დაიმახსოვრებს, თუ სხვა ქვეყნები აშშ-ს არ დაეხმარებიან.