1772193240
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომას პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრო
პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდა მმართველი პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. ასევე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, უმრავლესობის წევრი დეპუტატები გია ვოლსკი, ნინო წილოსანი, ნიკოლოზ სამხარაძე, ირაკლი ჩიქოვანი და დიმიტრი სამხარაძე.
პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული განცხადება მედიას და საზოგადოებას, სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გააცნო. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე რამდენიმე თემა განიხილეს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი, ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების "იმედისა" და "პოსტივის" დასანქცირება იყო.












