ქადაგიშვილი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: ვფიქრობ, მნიშვნელოვანი კომუნიკაციაა, რაც გვაძლევს იმედს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა, მართლაც ახალი ფურცლიდან, ორივე მხარისთვის სასარგებლო მიმართულებით განვითარდება

ირაკლი ქადაგიშვილი

ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი კომუნიკაცია, რაც გვაძლევს ჩვენ იმის იმედს, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა, მართლაც ახალი ფურცლიდან, ორივე მხარისთვის სასარგებლო მიმართულებით განვითარდება, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, იმედი აქვთ, რომ ეს მომდევნო ურთიერთობების დინამიურად გაგრძელების წინაპირობა იქნება.

„ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი კომუნიკაცია, რაც გვაძლევს ჩვენ იმის იმედს, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა, მართლაც ახალი ფურცლიდან, ორივე მხარისთვის სასარგებლო მიმართულებით განვითარდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ საკითხს უკვე დიდი ხანია დღის წესრიგში ვაყენებთ, თუმცა გარკვეული დრო დასჭირდა იმას, რომ ეს მნიშვნელოვანი კონტაქტი შემდგარიყო და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს მომდევნო ურთიერთობების დინამიურად გაგრძელების წინაპირობა იქნება“, - აღნიშნა მან.