აპრილის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1774800778
ჰაიტის არტიბონიტის რეგიონში თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 70 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა. ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფის, Defenseurs Plus-ის განცხადებით, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს.
ჰაიტის მაცხოვრებლებმა და ოფიციალურმა პირებმა ადგილობრივ მედიას განუცხადეს, რომ თავდასხმა კვირას გამთენიისას, ჟან-დენის მიმდებარე სოფლებში დაიწყო და ორშაბათსაც გაგრძელდა. მათივე თქმით, ბანდების წევრები დასახლებაში შეიჭრნენ და სახლებს ცეცხლი წაუკიდეს.
Defenseurs Plus-ის ინფორმაციით, მომხდარის გამო 6 000 ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი დაეტოვებინა.
ჰაიტიში განვითარებულ მოვლენებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც გამოეხმაურა. გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორგანიზაციის ოფისი ჰაიტიში მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. მან ადგილობრივ ხელისუფლებას საფუძვლიანი გამოძიებისკენ მოუწოდა.
ამასთან, გაერო-ს ბოლო ანგარიშის თანახმად, 2021 წლიდან დღემდე შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ჰაიტიში თითქმის 20 000 ადამიანი მოკლეს.